International IDEA

2005 წელს ცენტრმა ჩაატარა პოლიტიკური პარტიების კვლევა. კვლევის მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების შიდა მოწყობის და იმ გარემოს კვლევა, რომელშიაც ისინი ფუნქციონირებენ. მონაცემთა ბაზე საერთაშორისო იდეის ვებ საიტზე ამჟამად მოიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებ. http://www.idea.int/resources/databases.cfm. კვლევის მოკლე ანგარიში იხ. აქ

2004 წელს საერთაშორისო იდეას დაფინანსებით ცენტრმა ჩაატარა კვლევა “საკონსტიტუციო პროცესი და ხალხის ხმები”. კვლევა ეძღვნებოდა 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ორ სტატიად

1.   მარინა მუსხელიშვილი. საკონსტიტუციო პროცესი საქართველოში. კრებულში საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები. International IDEA, CIPDD, თბილისი, 2005. სრული ტექსტი

2.   მარინა მუსხელიშვილი, ლუიზა არუთინი. საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებები. კრებულში საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები. International IDEA, CIPDD,  თბილისი, 2005.

სრული ტექსტი

კრებულის ინგლისური და რუსული ვერსია იხ.ბმულზე

http://www.idea.int/europe_cis/reform_05.cfm

საზოგადოების კვლევის ცენტრის აკადემიური კვლევები

  • 2004-2007: INTAS: Social and Political Trends for CIS countries: Key Indicators and Social Measurements of Transition.
  • 2005-2007 INTAS: Patterns Of Migration In The New European Borderlands: An Assessment of Post-Enlargement Migration Trends in NIS Border Countries (Armenia, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine)
  • 2000 – 2003: COPERNICUS 2 (EU): “Living Conditions, Life Styles and Health”. The project investigated the dramatic fall in life expectations in CIS states. The data collected and analysed in 8 CIS states, among them in Georgia. http://www.llh.at/

გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისათვის

2006 წლის 9 დეკემბრის კონფერენციის მასალები

თბილისი 2007

გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისთვის: ზოგადი ტენდენციები და საქართველო

gamowvevebi

სოციალური პრობლემები: უმუშევრობა

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს იმას, რომ უმუშევრობა არის უმთავრესი პრობლემა ქართული საზოგადოებისათვის სიღარიბესთან ერთად, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უმუშევრობას. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პოლიტიკა არ პასუხობს ამ პრობლემას ადეკვატურად. მთლიანი შიდა პროდიქტის ზრდა არ იწვევს უმუშევრობის შემცირებას, უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ უმუშევრობა იზრდება პარალერულად იმისა რომ თითქოს გავრცელებული ცნობებით საქართველოში ეკონომიკა განვითარების პროცესშია.უმუშევრობის პრობლემა მრავალგანზომილებიანია, მათ შორის იგი შეიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: დასაქმების პოლიტიზირებას, ასაკობრივ დისკრიმინაციას და სექსიზმს დასაქმების პრაქტიკაში, არასწორ საკანონმდებლო ბაზასა და პროფკავშირების ინსტიტუციონალურ სისუსტეს, სტრუქტურულ პრობლემებს რაც უკავშირდება განათლების პოლიტიკას, ლიბერტარიანული მიდგომების გაბატონებასა და სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უარყოფას, გლობალიზაციის გავლენასა და ფინანსურ კრიზის და ა.შ.

პრობლემის კომპლექსურობა და ინტენსიურობა ანიჭებს მას უფრო პოლიტიკურ ვიდრე აკადემიურ ხასიათს. რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები ვერ განხორციელდება თუკი არ იქნება იმგავრი სოციალური ქმედება, რაც მიმართულია საზოგადოების უფლებების დასაცავად. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიური უნდა იყოს ახალგაზრდა თაობა, იმდენად, რამდენადაც ეს სოციალური ჯგუფი ყველაზე მეტად განიცდის ამ პრობლემას და ამავე დროს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული სამომავლო პერსპექტივებზე.

2010 წლის 18 დეკემბერს ამ თემაზე საზოგადოების კვლევის ცენტმა ჟან ჟორესის ფონდის ხელშეწყობით ჩაატარა კონფერენცია:

დასაქმება საქართველოში: უნივერსალური უფლება და თანასწორი შესაძლებლობა?

….

კონფერენციის სტუმარი იყო ნენად ცელარევიჩი, სოციალ-დემოკრატიის შესწავლის ცენტრი, სერბეთი