(უ)თანასწორობა საქართველოში

(უ)თანასწორობა საქართველოში როგორია ჩვენი საზოგადოება? ვის და რამდენს, რა შეუძლია? ვის და რამდენს, რა ზეგავლენა აქვს მთლიანად საზოგადოებაზე ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებზე? ვის და რამდენს, რა უფლებები აქვთ და რა შესაძლებლობები ამ უფლებების რეალიზებისთვის? ამ კრებულის ამოცანა იყო ფართო აკადემიური და საზოგადოებრივი მსჯელობის დღის წესრიგში შემოგვეტანა (უ)თანასწორობის პრობლემა.

რატომ ევროპა – როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში?

“რატომ ევროპა – როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში?” 2022 წელს გამოცემული სტატიათა კრებულია, რომელიც ორი მიზნის, ევროპული განვითარებისა და ევროკავშრიში გაწევრიანების, ურთიერთმიმართების საკითხებს განიხილავს.

Georgia: Striving for Shared Prosperity/ საერთო კეთილდღეობისთვის

Since independence, Georgia has experimented with neoliberal economic reforms. One of them is the current flat income tax system. While positive economic outcomes are unclear, it continues to widen the gap between rich and poor. At the same time, unemployment and poverty rates have remained high in Georgia.

Sarah Godar, Tato Khundadze and Achim Truger address these challenges in their latest publication “Striving for Shared Prosperity”. The title of their study is programmatic: the authors propose a progressive income tax reform with increased public expenditures on human capital and industrial development which could mitigate the high level of income inequality and improve the living conditions of lower income groups.

links

ინდუსტრიული პოლიტიკა

industrial-policy-cssgგასულ წელს საზოგადოების კვლევის ცენტრმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა საქართველოში ინდუსტრიული სექტორის გამოწვევების შესახებ.  ნაშრომში მიმოხილულია საქართველოში არსებული ეკონომიკური პროცესები ინდუსტრიული პოლიტიკისა და ზოგადად ინდუსტრიის მდგომარეობასთან მიმართებაში.

პირველი თავი ეთმობა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური საკითხების მიმოხილვას, რომლებიც აფერხებენ ან ხელს უწყობენ  წარმოების  განვითარებას. ნაშრომში  ასევე განხილულია საქართველოს განათლებისა და განვითარების პოლიტიკა, აგრეთვე სავაჭრო პოლიტიკა და რეჟიმები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამრეწველო პროცესებზე.

ამასთან, ტექსტში აღწერილია კონკრეტული ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებს საქართველოს მთავრობა საქართველოში მრეწველობის განვითარებისთვის. ნაშრომის ბოლო ნაწილში შეჯამებულია გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო ინდუსტრიულ პოლიტიკასთან მიმართებაში. ნაშრომს ასევე, თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც ავტორთა აზრით, პირველ ეტაპზე უნდა გაატაროს საქართველოს მთავრობამ ეფექტური ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების მიზნით. 

კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე. კვლევის ქართული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე. 

CfA: International Symposium on Democratization & Conflict Studies

 

 

logo gau

ggggggggg

 

 

 

 

CfA: International Symposium on Democratization & Conflict Studies

29-30 August, 2016, Tbilisi, Georgia

Organized by the Centre for Social Studies with support of Georgian American University

 

Description

 In the second half of 20th century, transitions from authoritarian rule and establishing democratic regimes has gained critical importance for the study of politics in southern and east-central Europe and in Latin America and have also attracted growing interest in sub-Saharan Africa, in various parts of Asia and in all ex-communist countries (Whitehead, 1998). We have witnessed enormous political and social changes in post-totalitarian life of Spain, Portugal and Greece after the historic breakdown of totalitarian military and political elites in 1970s which ended up with successful process of democratic transition. However, many countries from third wave of democratization and particularly countries of ex-communist bloc suffer serious difficulties and troubled challenges in the process of democratic transformation. Certainly, many countries of post-socialist Europe maintained the process of democratization as successful story but we also see recent democratic backlashes in Poland and Hungary which apparently makes success story kind of unfinished. Also, solid part of post-soviet countries are on controversial way of democratization affected by many factors including hybrid, authoritarian or semi-authoritarian regimes, political violence, religious extremism, ethnic and territorial conflicts and etc.

Aims of Symposium

Symposium aims to bring together in Tbilisi academics, activists and professionals interested in studying the state of democracy and conflicts across the globe. Symposium aims to discuss the topics related with development, conflict resolution process, modernization, peace building and reconciliations process, and many other topics that are essential of today’s democratic transformation. With this symposium we aim to establish close contacts and cooperation among the scholars and professionals worldwide.

Topics of Symposium

The scholars, practitioners and professionals are invited to submit their papers on following topics:

  • Democratization as a discipline of political science: theories and problems
  • Regime changes in contemporary world
  • Citizens, institutions and values in today’s democratic and undemocratic societies
  • Problems and various forms of inequalities in West and in rest
  • Democracy protests in today’s world
  • External factors of democratization in post-totalitarian realm
  • Ethnic, religious and territorial conflicts: their social consequences and implications on democracy
  • Nationalism, political violence and populism in post-socialist Europe
  • Culture and religion as failure or success for democracy

Proposals for panels (3×20 minutes) are also welcome, as are proposals for the papers that draw attention to recently published work which relates directly to areas of conference themes

Eligibility

The conference is open to the academics, practitioners and professionals working in the field of democratization, democracy promotion, conflict resolution and peace building process

Costs

Conference participation fee is 100 EUR and it includes:

  • Allacademics and educational materials
  • Refreshments during the conference
  • City tour in Tbilisi

Additionally, participants will be proposed with list of the hotels which provide discounts for conference participants

Application

For participation in conference please submit your CV and Abstract (200-250words) until 30thof June 2016 to the following e-mail address: conference.uni@gmail.com

Applicants will be notified about the selection results by 10th of July, 2016

 

Time & Venue

29-30August, 2016

Georgian American University

8 MerabAleksidze Street, 0160, Tbilisi Georgia

www.gau.ge

 

Keynote Speakers

Prof. Marina Muskhelishvili – Professor of Political Science, Director of the Centre for Social Studies

Prof. GiaJorjoliani – Professor of Political Science, Tbilisi State University. Member of the Parliament of Georgia

Prof. Zaza Rukhadze – Professor of Law, Dean of the School of Law, Social Sciences and Diplomacy at Georgia American University

Working Language of Conference

English

Contact Person

Bakar Berekashvili

Lecturer in Political Science

Georgian American University

 

 

 

ესსეების კონკურსი ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ

„საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი” ფრიდრიხ ებერტის ფონდის  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის”  რომლის ფარგლებშიც აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე – “ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. 

,,საზოგადოების კვლევის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ცენტრი ეწევა კვლევით და სამოქალაქო საქმიანობას, მისი მთავარი ფოკუსი საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესწავლა და ამ განვითარების ხელშეწყობაა. 

საქართველო დღეისათვის ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავარ გამოწვევებად კვლავინდებურად რჩება ბრძოლა მაღალი უმუშევრობისა და მზარდი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთი პროექტისა რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული, რეალობა არსებითად არ შეიცვალა. 

ამ ვითარების გათვალისწინებით  ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა” “ებერტის ფონდის” მხარდაჭერით გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით –  ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის”,  რომლის მიზანია  ქვეყნის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის, მასში ინდუსტრიული განვითარების წილისა და ქვეყნის რე-ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივების ანალიზი. 

ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის”  მრავალ ეტაპიანი პროექტია, რომელიც დასრულდება 2016 წლის თებერვალში და ერთ-ერთ ეტაპად სწორედ ესსეების კონკურსს გულისხმობს. კონკურსის სახელწოდებაა  “ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საქართველოში ინდუსტრიალიზაციის საკითხით დაინტერესებული პირები და შეარჩიოს საუკეთესო ესსე/პროექტი. კონკურსის დროს მიიღება ნაშრომები როგორც ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზის შესახებ ასევე კონკრეტული ინდუსტრიული პროექტების აღწერილობა.

ესსე თემაზე-ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზი
ნაშრომის სტრუქტურა და წინაპირობები:

  • შესავალი – ინდუსტრიალიზაცია, მისი არსი და მნიშვნელობა;
  • მდგომარეობის აღწერა – ქართული ეკონომიკისა და მასში ინდუსტრიის ადგილი(ისტორიული მიმოხილვა და არსებული მდგომარეობა);
  • უცხოური გამოცდილება – განვითარებადი, ან განვითარების ადრეულ საფეხურზე ძლიერი სახელმწიფოების ნაბიჯები ინდუსტრიალიზაციისკენ;
  • პერსპექტივები- საქართველოში ინდუსტრიის განვითარების საჭიროების ხარისხის განსაზღვრა, მოსალოდნელი შედეგები და რისკები;
  • ეჯამება – საქართველოს ინდუსტრიული განვითარების გეგმის მოკლე აღწერა;

სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა

პროექტი თემაზე – კონკრეტული ინდუსტრიული დარგების განვითარება და პერსპექტივები
ესსეს წარმოდგენის სქემა და კრიტერიუმები:

  • იდეის არსი – მოკლე აღწერილობა იმისა თუ რაში მდგომარეობს ავტორის მიერ შემოთავაზებული პროექტის არსი. ( უპირატესობა მიენიჭება მსხვილი მასშტაბის წარმოებას; )
  • გამოშვებული პროდუქცია-პროექტის არსში წარმოდგენილი საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის, საწარმოს სიმძლავრის, პროდუქციის მინიმალური და მაქსიმალური სიმძლავრე;
  • წარმოების პროცესი-წარმოების პროცესში გამოყენებადი ტექნოლოგიების აღწერილობა;
  • ფარდობითი უპირატესობა – აღნიშნული საწარმოს საქართველოში ამუშავების უპირატესობა მსოფლიო ანალოგებთან შედარებით;
  • მოთხოვნა და ბაზრები – გამოშვებული პროდუქციის ბაზრები, საექსპორტო პოტენციალი, პროდუქციის თვითღირებულება, გასაყიდი ფასი, უცხოური ანალოგების ფასები, კონკურენცია და ა. შ.
  • საწარმოს მუშაობის უზრუნველყოფა – ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოსთვის აუცილებელი წიაღისეულის, სხვადასხვა დეტალებისა და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის საკითხი
  • მოსალოდნელი შედეგები – ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოს ამუშავებით მოსალოდნელი შედეგები. რამდენი ადამიანი დასაქმდება, რა ფინანსური შედეგი მოჰყვება პროდუქციის რეალიზაციას, რა მნიშვნელობა ექნება ამას ქვეყნისათვის, რა როლის შესრულება შეუძლია ამ იდეის რეალიზაციას სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, უსაფრთხოების და სხვა ასპექტებში.
  • შემდგომი პერსპექტივები – ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს ის მოსალოდნელი პერსპექტივები, რომელიც ამ იდეის რეალიზაციას შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს; შესაძლო ტექნოლოგიური განახლება, სხვა ტიპის წარმოებისა თუ სერვისების განვითარების საჭიროება;
  • ბიუჯეტი და განრიგი – ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს წარმოების გამართვისა და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანახარჯები.. იდეის რეალიზაციის მთელი ბიუჯეტი მოცემული უნდა იყოს ერთ რომელიმე ვალუტაში, იმავე ვალუტაში, რაშიც მოცემული იყო პროდუქციის თვითღირებულება და ფასები. ბიუჯეტთან ერთად მოცემული უნდა იყოს მისი ხარჯვის განრიგი.

სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა

ესსეების/პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 ივლისი.  წარმოდგენილ ნაშრომთაგან შეირჩევა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კონკურსის შემდგომ მოხდება გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია თბილისის ორ უნივერსიტეტში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას (460 ლარი დასაბეგრი)  საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისთვის. 

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა, ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე:cssgprojects@gmail.com; დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ზემოთ აღნიშნულ მეილზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 579 20 88 29 (საკონტაქტო პირი: ბათუ კოპალიანი). 

სოციალური კაპიტალის როლი საქართველოს სოფლის განვითარებაში

2012 წლის 15 დეკემბერს სასტუმრო ამბასადორში გაიმართა სემინარი, რომელზეც საზოგადოების კვლევის ცენტრმა წარმოადგინა ორწლიანი აკადემიური კვლევის შედეგები. ორწლიანი სამეცნიერო კვლევა: “სოციალური კაპიტალის როლი სოფლის თემის განვითარებაში” დააფინანსა ფონდმა “შვეიცარიულ-კავკასიური აკადემიური ქსელი”.Presentation
კვლევითმა ჯგუფმა წარმოადგინა კვლევისთვის შემუშავებული ახალი თეორიული მოდელი და ამ მოდელის ფარგლებში განხორციელებული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგები. განხორციელებული პროექტი შეფასდა როგორც ინოვაციური საქართველოს რეალობისთვის. როგორც სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, წარმოდგენილი კვლევა საქართველოს სოფლის სოციალური სტრუქტურის სიღმისეული ინსტიტუციური ანალიზის პირველი მცდელობაა. კვლევა უაღრესად აქტუალურია ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავენ სოფლად თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და სოფლის ეკონომიკის აღორძინებას,
კვლევითმა ჯგუფმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლად არსებული სოციალური კაპიტალის ისეთ რესურსად ქცევას, რომელიც სრულფასოვნად ჩაერთვება სხვა ტიპის რესურსების (პოლიტიკური, ეკონომიკური) ურთიერთგაცვლის პროცესში.
კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (სოფლის მეურნეობა, რეგიონული მმართველობა, სოციოლოგია, იურისპრუდენცია ისტორია) და ახალგაზრდა მკვლევარები.

socroliმარინა მუსხელიშვილი, ლია მეზვრიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი მარიამ ელიზბარაშვილი. 2012. სოციალური კაპიტალის როლი საქართველოს სოფლის განვითარებაში. გამომცემლობა უნივერსალი. თბილისი. 130გვ.

socialuri kapitali CSS-ASCN

მიმდინარე პროექტი (2010-2012)

სოციალური კაპიტალის როლი სოფლის თემის განვითარებაში

(2010-2012)

დამფინანსებელი: შვეიცარიულ-კავკასიური სამეცნიერო ქსელი (ASCN)

კვლევის საგანია სოციალური კაპიტალი, გაგებული როგორც სოციალური ერთობის უნარი წაახალისოს თანამშრომლობა თავის წევრთა შორის. პროექტის ფარგლებში იგეგმება სოციალური კაპიტალის შესწავლა სასოფლო თემებში საქართველოს რამოდენიმე რეგიონში. დაკვირვების საგანი იქნება თანამშრომლობის შემდეგი სახეობები: თანამშრომლობა კოოპერატივების შესაქმნელად; ბუნებრივი რესურსების განკარგვისთვის; ურთიერთდახმარების გასაწევად; საერთო სიკეთეების სხვა სახეობების მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის მიმართებას ერთობლივი, განსაკუთრებით ბუნებრივი, რესურსების ინსტიტუციონალიზაციასთან.

კვლევის აღწერითი ნაწილი უპასუხებს შემდეგ კითხვებს: 1. თანამშრომლობის რა ტიპებია გავრცელებული საქართველოში? 2. როგორია ამ თანამშრომლობის ფორმები? რამდენად მტკიცეა და მდგრადი ისინი? ანგარიშის ანალიტიკური ნაწილი უპასუხებს შემდეგ კითხვებს: 1. რა არის ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას ან პირიქით, ასუსტებენ მას? 2. ამ ფაქტორებისგან რომლები მიეკუთვნება სოციალური კაპიტალის ცნებას? 3. რა შეიძლება გაკეთდეს თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით?

კვლევას აქვს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. ის შეიძლება იყოს გამოყენებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მიმართული პოლიტიკის შესამუშაბებლად.

პროექტის თანამშრომლები: მარინა მუსხელიშვილი

ლიკა მეზვრიშვილი, მარიკა ელიზბარაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი

კონტაქტი: cssge@caucasus. net

http://www.ascn.ch/en/research/Current-Projects.html

canadian pharmacy Kytril

ჟან ჟორესის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები

2006-2010 წლებში  ხელშეწყობით საზოგადოების კვლევის ცენტრმა ჩაატარა რამდენიმე კონფერენცია და გამოსცა კონფერენციების მოხსენებები კრებულების სახით:

2006 წელი:

გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისთვის საქართველოსა და ევროპაში: სოლიდარობისა და საერთო სტრატეგიების პერსპექტივები

გამოიცა კრებული: გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისათვის: ზოგადი ტენდენციები და საქართველო

2007 წელი:

საქართველო 2008 წლის შემდეგ: განვითარების გამოწვევები

2008 წელი:

ახალგაზრდები ადგილობრივი განვითარებისათვის

2009 წელი:

სემინარების სერია “პოლიტიკური სისტემა –  რისკენ ვისწრაფვოთ?”

1. შესაძლოა თუ არა მივაღწიოთ ეფექტურ დემოკრატიას ინსტიტუციონალური გარემოს განახლების გზით?

2. პლურალისტური დემოკრატია და პლურალისტური სოციალური სტრუქტურა: რეალობა და პერსპექტივები

3. მმართველობაში მონაწილეობა ტერიტორიული პრინციპით. ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური მმართველობის პრობლემები

გამოიცა კრებული: ძალაუფლება და საზოგადოება საქართველოში

 
2010 წელი:

დასაქმება საქართველოში: უნივერსალური უფლება და თანაბარი შესაძლებლობა?

გარდა ამისა, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟან ჟორესის ფონდის დაფინანსებით საზოგადოების კვლევის ცენტრმა განახორციელა არჩევნების დღის მონიტორინგი

 
საერთაშორისო იდეას დაფინანსებით განხორციელებული კვლევები