უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს იმას, რომ უმუშევრობა არის უმთავრესი პრობლემა ქართული საზოგადოებისათვის სიღარიბესთან ერთად, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უმუშევრობას. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური პოლიტიკა არ პასუხობს ამ პრობლემას ადეკვატურად. მთლიანი შიდა პროდიქტის ზრდა არ იწვევს უმუშევრობის შემცირებას, უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ უმუშევრობა იზრდება პარალერულად იმისა რომ თითქოს გავრცელებული ცნობებით საქართველოში ეკონომიკა განვითარების პროცესშია.უმუშევრობის პრობლემა მრავალგანზომილებიანია, მათ შორის იგი შეიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: დასაქმების პოლიტიზირებას, ასაკობრივ დისკრიმინაციას და სექსიზმს დასაქმების პრაქტიკაში, არასწორ საკანონმდებლო ბაზასა და პროფკავშირების ინსტიტუციონალურ სისუსტეს, სტრუქტურულ პრობლემებს რაც უკავშირდება განათლების პოლიტიკას, ლიბერტარიანული მიდგომების გაბატონებასა და სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის უარყოფას, გლობალიზაციის გავლენასა და ფინანსურ კრიზის და ა.შ.
პრობლემის კომპლექსურობა და ინტენსიურობა ანიჭებს მას უფრო პოლიტიკურ ვიდრე აკადემიურ ხასიათს. რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები ვერ განხორციელდება თუკი არ იქნება იმგავრი სოციალური ქმედება, რაც მიმართულია საზოგადოების უფლებების დასაცავად. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიური უნდა იყოს ახალგაზრდა თაობა, იმდენად, რამდენადაც ეს სოციალური ჯგუფი ყველაზე მეტად განიცდის ამ პრობლემას და ამავე დროს ყველაზე მეტად არის ორიენტირებული სამომავლო პერსპექტივებზე.
2010 წლის 18 დეკემბერს ამ თემაზე საზოგადოების კვლევის ცენტმა ჟან ჟორესის ფონდის ხელშეწყობით ჩაატარა კონფერენცია:
დასაქმება საქართველოში: უნივერსალური უფლება და თანასწორი შესაძლებლობა?
....
კონფერენციის სტუმარი იყო ნენად ცელარევიჩი, სოციალ-დემოკრატიის შესწავლის ცენტრი, სერბეთი