მიმდინარე პროექტი (2010-2012)

სოციალური კაპიტალის როლი სოფლის თემის განვითარებაში

(2010-2012)

დამფინანსებელი: შვეიცარიულ-კავკასიური სამეცნიერო ქსელი (ASCN)

კვლევის საგანია სოციალური კაპიტალი, გაგებული როგორც სოციალური ერთობის უნარი წაახალისოს თანამშრომლობა თავის წევრთა შორის. პროექტის ფარგლებში იგეგმება სოციალური კაპიტალის შესწავლა სასოფლო თემებში საქართველოს რამოდენიმე რეგიონში. დაკვირვების საგანი იქნება თანამშრომლობის შემდეგი სახეობები: თანამშრომლობა კოოპერატივების შესაქმნელად; ბუნებრივი რესურსების განკარგვისთვის; ურთიერთდახმარების გასაწევად; საერთო სიკეთეების სხვა სახეობების მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის მიმართებას ერთობლივი, განსაკუთრებით ბუნებრივი, რესურსების ინსტიტუციონალიზაციასთან.

კვლევის აღწერითი ნაწილი უპასუხებს შემდეგ კითხვებს: 1. თანამშრომლობის რა ტიპებია გავრცელებული საქართველოში? 2. როგორია ამ თანამშრომლობის ფორმები? რამდენად მტკიცეა და მდგრადი ისინი? ანგარიშის ანალიტიკური ნაწილი უპასუხებს შემდეგ კითხვებს: 1. რა არის ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობენ თანამშრომლობას ან პირიქით, ასუსტებენ მას? 2. ამ ფაქტორებისგან რომლები მიეკუთვნება სოციალური კაპიტალის ცნებას? 3. რა შეიძლება გაკეთდეს თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით?

კვლევას აქვს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. ის შეიძლება იყოს გამოყენებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მიმართული პოლიტიკის შესამუშაბებლად.

პროექტის თანამშრომლები: მარინა მუსხელიშვილი

ლიკა მეზვრიშვილი, მარიკა ელიზბარაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი

კონტაქტი: cssge@caucasus. net

http://www.ascn.ch/en/research/Current-Projects.html

canadian pharmacy Kytril